воскресенье, 27 сентября 2009 г.

суббота, 26 сентября 2009 г.

ოჯახი
















36-ე საჯარო სკოლა.
საგანი:ინგლისური ენა.
მასწავლებელი:ნონა ღარიბაშვილი.





გაკვეთილის მთავარი თემა

გაკვეთილის მთავარი თემა: ოჯახი


სასწავლო წიგნის მიხედვით.




სწავლების საფეხური

7 კლასი



მოსწავლეთა პროფილი

30 მოსწავლე.




გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

გაკვეთილი საინტერესოა ახალი მასალით,ახალი სიტყვებით, საინტერესო ტექსტით.




გაკვეთილის მიზნები და შედეგები


მოსწავლეები შეისწავლიან ახალ სიტყვებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

მოსწავლეები დაეუფლებიან:ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,შემოქმედებითი უნარი,კომუნიკაცია, თანამშრომლობა.


ეროვნული სასწავლო გეგმა:ინგლისური ენა 1.2.უცხ.ინგ-38. ინგლისური ენა 2.1.უცხ.ინგ-44.

წინასწარი ცოდნა


მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ის სიტყვები,რომლებიც უკვე აქვთ ნასწავლი წინა გაკვეთილზე.



შეფასების საგანი და პროცედურები


გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.ყურადღებას მივაქცევ წერით სამუშაოს,პრეზენტაციას.

გამოვიყენებ ინდივიდუალურ შეფასებას.






სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


ტ.ბუკია, ი.ჩიბურდანიძე / 7 კლასის ინგლისურის სახელმძღვანელო.

გამოვიყენებ ვენის დიაგრამას. კომპიუტერის დახმარებით გავაკეთებ პრეზენტაციას. გამოვიყენებ პროექტორს.








გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

გაკვეთილზე გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეები წაიკითხავენ ახალ ტექსტს,ახალ სიტყვებს დავწერთ დაფაზე , შეადგენენ

წინადადებებს ახალი სიტყვების გამოყენებით , გააკეთებენ პრეზენტაციას.ვიმუშავებ მთელ კლასთანაც-

მოსწავლეები ისაუბრებენ თავიანთი ოჯახების შესახებ.

წინა გაკვეთილის სიტყვების გახსენება და ვენის დიაგრამის შევსება-10 წუთი, ჯგუფური მუშაობა-10 წუთი,პრეზენტაცია-5 წუთი,კლასთან მუშაობა-15 წუთი,შეფასება-5 წუთი.