36-ე საჯარო სკოლა.
საგანი:ინგლისური ენა.
მასწავლებელი:ნონა ღარიბაშვილი.
გაკვეთილის მთავარი თემა | გაკვეთილის მთავარი თემა: ოჯახი
სასწავლო წიგნის მიხედვით.
|
სწავლების საფეხური | 7 კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | 30 მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | გაკვეთილი საინტერესოა ახალი მასალით,ახალი სიტყვებით, საინტერესო ტექსტით. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
| მოსწავლეები შეისწავლიან ახალ სიტყვებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. მოსწავლეები დაეუფლებიან:ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,შემოქმედებითი უნარი,კომუნიკაცია, თანამშრომლობა.
ეროვნული სასწავლო გეგმა:ინგლისური ენა 1.2.უცხ.ინგ-38. ინგლისური ენა 2.1.უცხ.ინგ-44. |
წინასწარი ცოდნა
| მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ის სიტყვები,რომლებიც უკვე აქვთ ნასწავლი წინა გაკვეთილზე. |
შეფასების საგანი და პროცედურები
| გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.ყურადღებას მივაქცევ წერით სამუშაოს,პრეზენტაციას. გამოვიყენებ ინდივიდუალურ შეფასებას.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
| ტ.ბუკია, ი.ჩიბურდანიძე / 7 კლასის ინგლისურის სახელმძღვანელო. გამოვიყენებ ვენის დიაგრამას. კომპიუტერის დახმარებით გავაკეთებ პრეზენტაციას. გამოვიყენებ პროექტორს.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | გაკვეთილზე გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეები წაიკითხავენ ახალ ტექსტს,ახალ სიტყვებს დავწერთ დაფაზე , შეადგენენ წინადადებებს ახალი სიტყვების გამოყენებით , გააკეთებენ პრეზენტაციას.ვიმუშავებ მთელ კლასთანაც- მოსწავლეები ისაუბრებენ თავიანთი ოჯახების შესახებ. წინა გაკვეთილის სიტყვების გახსენება და ვენის დიაგრამის შევსება-10 წუთი, ჯგუფური მუშაობა-10 წუთი,პრეზენტაცია-5 წუთი,კლასთან მუშაობა-15 წუთი,შეფასება-5 წუთი. |
Комментариев нет:
Отправить комментарий